Sunday, October 21, 2018

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე გავაგრძელეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე საუბრით, შევეხეთ სპეციალური საჭიროების ბავშვებს, მათ პრობლემებს. გავხსენით "Viewer", გადავედით რესურსებში, მოვძებნეთ დიფერენციაცია, გადმოვწერეთ ფაილი სახელწოდებით "განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება", მოვიძიე ინფორმაცია, რომელიც ჩემს პროექტს შეესაბამებოდა და გადავიტანე პროექტის გეგმაში. არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის შესაბამის ველში შევიტანე ტექსტი "მიეწოდება ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე". ამის შემდეგ ვიმუშავე სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსების განხილვაზე და დოკუმენტში ჩავიტანე. ასევე დრაივზე ატვირთული საქაღალდე გავასუფთავე ზედმეტი ფაილებისაგან.

No comments:

Post a Comment