Sunday, October 21, 2018
მეცხრე დღე
მე -9 დღის ტრეინინგი ერთგვარი შეჯამება იყო წინა რვა სამუშაო შეხვედრის. საინტერესო იყო მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციები,
რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე იყო გათვლილი, რა თქმა უნდა , განსხვავებული თემატიკით.
ტრენინგის განმავლობაში ბევრი აქტივობა განვახორციელეთ, თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმა გამოვიყენეთ, რაც შედეგის მომცემი იყო
თითოეული ჩვენთაგანისათვის.
გავეცანით პროექტის დაგეგმის და განხორციელების გზებს და საშუალებებს, შევითვისეთ მრავალი საკომუნიკაციო თუ ტექნოლოგიური ჩვევები,
რომელთაც, ვიმედოვნებ, გამოვიყენებ და დავამკვიდრებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
მადლობა ტრენერს- ბატონ თემურ სახელაშვილს აკადემიური და საინტერესო ტრეინინგკურსის წარმართვისათვის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment