Monday, June 12, 2017



თალესის თეორემა-ის სურათის შედეგი

ნარგიზა შუბითიძე, სსიპ  ქუთაისის მე–9 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
2016–2017 სასწ. წ.                      

გაკვეთილის გეგმა               (1 გაკვეთილი, 45 წთ)
საგანი
                                              მათემატიკა
სწავლების საფეხური, კლასი
                                       საბაზო, VIII კლასი
მოსწავლის პროფილი
                                            24 მოსწავლე
სსიპ მოსწავლე
                                                  არა
მასწავლებლის სახელი, გვარი
                                          ნარგიზა შუბითიძე
        თემის სახელწოდება
                                        თალესის თეორემა
გაკვეთილის აქტუალურობა
       პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას თალესის თეორემის გამოყენება
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
მოსწავლეები: ა) დებულებათა დასაბუთების ხერხების გამოყენებით შეძლებენ თალესის თეორემის დამტკიცებას
ბ) თალესის თეორემას გამოიყენებენ ინდივიდუალური და ჯგუფურ მუშაობისას პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად.
ესგ–ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
● მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა–დასაბუთების ზოგიერთი ხერხის გამოყენება
● განასხვაავებს დებულების წანამძვარსა (წანამძღვრებსა) და დასკვნას; ცვლის დებულების წანამძღვარს და მსჯელობს დასკვნის მართებულობის შესახებ.
                                                                                                 VIII.3
● ასაბუთებს ან ხსნის ამოცანის ამოხსნისას გამოყენებულ ხერხს.
● მსჯელობისას განასხვავებს წინა პირობებსა და შედეგს ( მ. შ. აქსიომებსა და თეორემებს )
● დედუქციური და ინდუქციური მსჯელობის ნიმუშში აღადგენს გამოტოვებულ საფეხურს (საფეხურებს)
● იყენებს ალგებრულ გარდაქმნებს ტოლობისა და უტოლობის თვისებებს გეომეტრიულ დებულებათა დასაბუთებისას
                                                                                                  VIII.10

გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული სტრატეგიები
შებრუნებული ოთახი, გონებრივი იერიში, პრეზენტაცია, პრაქტიკული სამუშაოს შესრულება–თალესის თეორემის სიზუსტის შემოწმება, პარალელური წრფეებით კუთხის გადაკვეთისას გვერდებზე მიღებულ მონაკვეთთა ტოლობის დადასტურება–დასკვნის გამოტანა, ვიცი– მინდა ვიცოდე – ვისწავლე,  კითხვა – პასუხი.

წინარე ცოდნა
გეომეტრიის საწყისი ცნებები, კუთხეები და მათი სახეები, პარალელურ წრფეთა აგება – ევკლიდეს მეხუთე პოსტულატი, პარალელოგრამი და მისი თვისებები,  შიგა ჯვარედინად მდებარე კუთხეების თვისებები
შეფასების პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკებით (იხ. დანართი 1, დანართი 2.)
სასწავლო რესურსები
VIII კლასის სახელმძღვანელო  (გოგიშვილი, ვეფხვაძე ...), ცარცი, დაფა,  მარკერი, პროექტორი, ფერადი, ბარათები, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობისათვის, სლაიდები.
გაკვეთილის მსვლელობა(საკლასო მენეჯმენტი)
● საორგანიზაციო საკითხი– 2წთ.
აქტივობა 1.  საშინაო დავალების შემოწმება კითხვა–პასუხის რეჟიმში (აქ შეიძლება გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების რაიმე ინსტრუმენტი). –5წთ
აქტივობა 2.  თემაზე ფოკუსირება, წინარე ცოდნის გააქტიურება გონებრივი იერიშით.
მიზანი– პრეზენტაციის უნარის განვითარებისათვის ხელშეწყობა–5წთ.
აქტივობა 3. ყველაფერი თალესის შესახებ. სტრატეგიის– შებრუნებული ოთახი– გამოყენებით. მოსწავლეები პროექტორის საშუალებით აკეთებენ პრეზენტაციას თალესის– ანტიკური ფილოსოფიის 7 ბრძენთაგან ერთ–ერთის შესახებ. ბრძენს, რომელიც პოლიტიკური გამჭრიახობის ნიმუშად იყო მიჩნეული, არისტოტელე  ბუნების პირველ მკვლევარს უწოდებდა.  თალესმა პირველმა გამოიყენა მიუდგომელ წერტილამდე მანძილის გამოთვლის ხერხი მილეტის ნავსადგურსა და ზღვაში მდგომ გემს შორის მანძილის გასაზომად.თალესის თეორემა-ის სურათის შედეგი    ნავსადგურის A წერტილიდან თვალზომით ააგო AK  I   AB, AB=BC. C- დან, ასევე, თვალზომით გაავლო CD  I  AC მიღებლი სამკუთხედების ტოლობიდან აჩვენა, რომ AK=CD. იმ დროისათვის ეს მარტივი აღმოჩენა იყო, თუმცა თალესის ავტორიტეტი მკვეთრად გაზარდა. მანვე იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება.
     მოსწავლეთა აქტირუი ჩართულობით მასწავლბელი ამტკიცებს თალესის თეორემას ( ელექტრონული სლაიდების გამოყენებით) 15 წთ
აქტივობა 4.
პრეზენტაციის შედეგაად მოსწავლეები მიდიან დასკვნამდე, რომ მონაკვეთის ტოლ ნაწილებად გასაყოფად  საკმარისია ამ მონაკვეთის ერთი ბოლოდან გავავლოთ სხივი და მასზე გადავოთ ფარგლით იმდენი ტოლი მონაკვეთი, რამდენ ნაწილადაც გვინდა მოცემული მონაკვეთის გაყოფა. მონაკვეთის ბოლო წერტილს შევაერთებთ სხივზე აღებულ ბოლო წერტილთან და დანარჩენ წერტილებზე გავავლებთ ამ წრფის პარალელურ წრფეებს, რომლებიც მონაკვეთს გაყოფენ საჭირო რაოდენობის ტოლ მონაკვეთებად.
     მასალის განმტკიცების მიზნით სახელმძღვანელოდან მოახდენს #2,  #4, #8,  #13–(ლელქაშის საშუალებით ტბის სიღრმის განსაზღვრა)  ამოცანების ამოხსნას ინდივიდუალურად 5 წთ
  აქტივობა 5.
გასასვლელი ბილეთების შევსება– ვიცი– მინდა ვიცოდე–ვისწავლე სტრატეგიით 5 წთ
     რეფლექსიის ფაზაზე ჯგუფები აფასებენ საკუთარი და სხვისი ჯგუფების პრეზენტაციებს, მასწავლებელი აკეთებს საბოლოო შეფასებას განმავითარებელსაც და განმსაზღვრელსაც. 5 წთ აძლევს საშინაო დავალებას შესაბამისი ინსტრუქციებით  3 წთ.


 \
დანართი 1
                                      დამოუკიდებელი მუშობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
            1–3
            4–5
            6–8
9–10
დამოუკიდებლად ფიქრისა და მსჯელობის უნარი
უჭირს დამოუკიდებლად ფიქრი და, შესაბამისად, მჯელობაც.
უჭირს საკუთარ ნააზრევზე მსჯელობა
აქვს საკითხზე მობილიზების უნარი, მარამ არა აქვს სიღრმისეული წვდომა
არის ორგანიზებული, გააჩნია საკითხზე ფოკუსირებისა და სიღრმისეული წვდომის უნარი
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების (ტრანსფერის ) უნარი
აქვს ზერელე ცოდნა და ვერ იყენებს პრაქტიკულად
აქვს გარკვეული ცოდნა, მაგრამ ტრანსფერის სუსტი უნარი 
აქვს თეორიული ცოდნა მაგრამ აკლია შემოქმედებითობა
აქვს თეორიული ცოდნა, გააჩნია კარგად განვითარებული შემოქმედებითი უნარები
სავარჯიშოს ინსტრუქციის დაცვა
ვერ იგებს სავარჯიშოს პირობებსა და ინსტრუქციებს, ვერ იცავს დროის ლიმიტს
იცავს სავარჯიშოს პირობებს, მაგრამ უშვებს შეცდომებს ისტრუქციის შესრულებისას
ძირითადა იცავს ინსტრუქციებს, მაგრამ ზოგჯერ ზერელედ ეკიდება სავარჯიშოს შესრულებას
სამუშაოს ასრულებს უშეცდომოდ, იცავს დროის ლიმიტს და ყველა ინსტრუქციას



დანართი 2
                                       ჯგფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
დაბალი 1–4
საშუალო 5–7 
კარგი 8–9
ძალიან კარგი 10
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება, მიზნის გააზრება
მიზანი არ არის გაცნობიერებული, სამუშაო ქაოსურია
მიზანი ნაწილობრივ გაცნობიერებულია,  ფუნქციები არათანაბრადაა გადანაწილებული
მიზანი კარგადაა გაცნობიერებული, სამუშაო არ არის კარგად ორგანიზებული
სამუშაო კარგადაა ორგანიზებული, მიზანი ყველასთვისაა გაცნობიერებული
თანამშრომლობა, ჩართულობა
არ შეინიშნება თანამშრობლობა და  ჩართლობა
აქტიურობდა 1 ან 2 მოსწავლე, ურთიერთობა დაძაბული იყო
ჯგუფის ყველა წევრს შორის ძირითადად პოზიტიური თანამშრომლობაა
ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული მუშაობაში, თანამშრომლო–ბაც მაღალ დონეზე შედგა
პრეზენტაცია
ფუნქციის არასწორი განაწილების გამო პრეზენტაცია არ შედგა
პრეზენტაცია ნაწილობრივ პასუხობდა სამუშაოს მიზანს
პრეზენტაცია ძირითად პასუხობდა სამუშაოს მიზანს
პრეზენტაცია მაღალ დონეზე ჩატარდა დროის ლიმიტის დაცვით




1 comment:

  1. Bitcoin Casino Bonuses – Play the Best Casino Games Online
    The Best Bitcoin Casino Bonuses 2021 ➽ Claim Exclusive 메리트 카지노 No Deposit Free Spins, Cashing & Withdrawal Methods ✔️ 인카지노 Great Welcome Bonuses & Fast 메리트카지노총판 Payouts.

    ReplyDelete