Sunday, October 21, 2018

მეცხრე დღე

მე -9 დღის ტრეინინგი ერთგვარი შეჯამება იყო წინა რვა სამუშაო შეხვედრის. საინტერესო იყო მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე იყო გათვლილი, რა თქმა უნდა , განსხვავებული თემატიკით. ტრენინგის განმავლობაში ბევრი აქტივობა განვახორციელეთ, თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმა გამოვიყენეთ, რაც შედეგის მომცემი იყო თითოეული ჩვენთაგანისათვის. გავეცანით პროექტის დაგეგმის და განხორციელების გზებს და საშუალებებს, შევითვისეთ მრავალი საკომუნიკაციო თუ ტექნოლოგიური ჩვევები, რომელთაც, ვიმედოვნებ, გამოვიყენებ და დავამკვიდრებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. მადლობა ტრენერს- ბატონ თემურ სახელაშვილს აკადემიური და საინტერესო ტრეინინგკურსის წარმართვისათვის.

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე გავაგრძელეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე საუბრით, შევეხეთ სპეციალური საჭიროების ბავშვებს, მათ პრობლემებს. გავხსენით "Viewer", გადავედით რესურსებში, მოვძებნეთ დიფერენციაცია, გადმოვწერეთ ფაილი სახელწოდებით "განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება", მოვიძიე ინფორმაცია, რომელიც ჩემს პროექტს შეესაბამებოდა და გადავიტანე პროექტის გეგმაში. არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის შესაბამის ველში შევიტანე ტექსტი "მიეწოდება ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე". ამის შემდეგ ვიმუშავე სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსების განხილვაზე და დოკუმენტში ჩავიტანე. ასევე დრაივზე ატვირთული საქაღალდე გავასუფთავე ზედმეტი ფაილებისაგან.

დღე მესამე

.       1.           მიმოვიხილეთ  წინა დღის აქტივობები

         2.         პრობლემაზე დაფუძნებული  სწავლების   ძირითადი 

Friday, October 19, 2018

დღე მეშვიდე

დღე მეშვიდე ტრენინგის მეშვიდე დღე საინტერესოდ დაიწყო: ტრენერმა მოახდინა საშინაო დავალების შემოწმება პრეზენტაციით, მსმენელებმა წარმოადგინეს საკუთარი ნაშრომები , ზოგიერთმა მოდიფიცირებული გეგმაც , შემდგომი აქტივობა იყო შეფასების ფორმების განხილვა და შევსება თემით. დავიწყეთ ქრონოლოგიის სლაიდის განხილვით. შემდეგი აქტივობა" გავხსენი დოკუმენტი "განმავითარებელი თვითშეფასება" და შევავსე ის ჩემთვის საჭირო ქულებით~./4-დან ერთ-ერთი დავტოვე ,სამი -წავშალე// განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილის მახასიათებლები, წინარე ცოდნის გამოკითხვის გზები და საშუალებები, დავიწყეთ პროექტის შევსება.

Monday, October 15, 2018

დღე მეექვსე

მე-6 სამუშაო დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ტრენერმა გამოიკითხა საშინაო დავალება. შემდგომ განვიხილეთ პრეზენტაციის შაბლონი, წავშალეთ პრეზენტაციის კითხვები ,ავტვირთეთ გამზადებული კითხვები დავარედაქტირეთ გაზეთის შაბლონი და ხელახლა ავტვირთეთ, შევასაწორეთ ბროშურის შაბლონი და ავტვირტეთ. შემდგომ ვიმუშავეთ ბლოგზე, დავამატეთ გვერდები და მთავარ გვერდს შევუცვალეთ ფონი და დიზაინი. მივიღეთ საშინაო დავალება: დავალების პრეზენტაციის მომზადება ბავშვის თვალით დანახული, სასწავლო პროცედურების გეგმაში ატვირთული საკითხები განვავრცოთ - თიტოეული ცალ-ცალკე.

Saturday, October 13, 2018

ტრენინგის მეხუთე დღე

 ტრენინგის მეხუთე დღეს  ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე.  პრეზენტაცია და ვიდეო რესურსი ავტვირთე  ბლოგზე.  ტრენერისაგან მივიღეთ ინფორმაცია  საავტორო  უფლებების  შესახებ. შევიტანეთ  ბმულები   გამოყენებული ფოტოების ლიტერატურის ჩამონათვალში.